თანამედროვე თბილისი


თანამედროვე თბილისი დღთიდღე იცვლის იერსახეს, თუმცა ეს ცვლილება მხოლოდთბილისისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების ფონის გათვალისწინებით ხდება. აქერთმანეთს მჭიდროდ ერწყმის წარსული და აწმყოგუშინდელი და დღევანდელი.მრავლად შენდება თანამედროვე ტიპის ნაგებობებირომლებსაც 1500 წლოვანი ქალაქისარქიტექტურულ სახეს განსხვავებულ და საინტერესო იერს სძენენ. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის.  ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ–ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო–სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის, ჩრდილო კავკასიასა, თურქეთსა და ტრანსკავკასიის, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს არა მხოლოდ საქართველოს დედაქალაქის განვითარებას, არამედ მთელი საქართველოს  კულტურულ–ეკონომიკურ ზრდას.

No comments:

Post a Comment